მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ნიკო კოვაჩი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ბრალია. უახლოესი მატჩებისთვის, ჩემპიონთა ლიგაში „ოლიმპიაკოსთან“ და ბუნდესლიგაში „დორტმუნდთან,“ გუნდს კოვაჩის თანაშემწე, ჰანს ფლიკი მოამზადებს.ამჟამად, „ბაიერნს,“ 18 ქულით, ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილი უკავია. შეგახსენებთ, რომ 48 წლის კოვაჩმა მიუნხენური კლუბი 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მასთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.