კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზეც.გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, „თბილისში დღეს დაგეგმილი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო, სეანსების პარალელურად კი კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული. „ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა”, - აცხადებენ შსს-ში.