ლონდონში ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირი მიმდინარეობს. უკანასკნელ სათამაშო დღეს ლეგენდარული როჯერ ფედერერი იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და მარტივად 2 სეტში დაამარცხა. როჯერმა მეტოქეს 7-6 6-3 სულ რაღაც საათსა და 20 წუთში სძლია. ამ მოგებით ის ჯგუფში მესამე ადგილზე ავიდა, მესამე ტურში კი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელთა შორის გამარჯვებულიც პლეიოფში გავა. ამ ჯგუფის ლიდერი დომინიკ ტიმია, რომელმაც 2დან 2 მატჩი მოიგო. ბოლოს ავსტრიელმა მსოფლიოს მეორე ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ძალიან მძიმე ბრძოლაში 6-7 6-3 7-6 მოუგო და პლეიოფის საგზური გაინაღდა. ნოვაკისა და დომინიკის დაპირისპირება 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა.