20 ივნისს დაშავებული მაკო გომური, მოძრაობა "სირცხვილიას" პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეუერთდა. გომური პარლამენტში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, ხელისუფლების ქმედება ეჭვის ქვეშ დგას, შეასრულებს თუ არა საზოგადოების მოთხოვნას. გომური ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს და ამის თაობაზე "სირცხვილია" აქციების გამართვას დაიწყებს, ის ამ პროტესტს შეუერთდება.