"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მსჯელობა იმაზე, რომ არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს, სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. თავის მხრივ, ოპოზიცია გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას შესაძლებლად მიიჩნევს.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, გერმანულს მოდელს კონსტიტუციური ცვლილება არ სჭირდება. მისი თქმით, თუ ივანიშვილი მართლა წუხს, რომ დაპირება ვერ შეასრულა, გერმანული მოდელი ამის გამოსწორების შესანიშნავი შანსია.