იტალია პირველი ქვეყანა გახდება, სადაც სკოლებში კლიმატური ცვლილებების, როგორც საგნად სწავლება სავალდებულო იქნება. გამოცემით ცნობით, ინიციატივის ავტორი ქვეყნის განათლების სამინისტროა, რომლის ხელმძღვანელის ლორენცო ფიორამონტის თქმით, მომავალი წლის სექტემბრიდან სკოლის მოსწავლეები კვირაში ერთ საათს კლიმატურ ცვლილებებზე მსჯელობას დაუთმობენ.კლიმატური ცვლილებების, საგნის პროგრამა გაეროს წესდების თანახმად შემუშავდება, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხებს და გარემოს დაცვას ეხება. მისი სწავლა ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო იქნება.