ვიეტნამის ჯუნგლებში უიშვიათესი სახეობის, ირმის მსგავსი პატარა ცხოველი შენიშნეს, რომელიც გადაშენების პირას არის მისული.ვერცხლისფერზურგა ირმულა, იგივე ვიეტნამური თაგვირემი ბოლოს 1990 წელს არის დაფიქსირებული.ეს სახეობა, Tragulus versicolor-ი, პირველად 1910 წელს აღწერეს ვიეტნამის ქალაქ ნიაჩანგის სიახლოვეს გამოჩენილი რამდენიმე ეგზემპლარის საფუძველზე.1990 წლის შემდეგ ეს ცხოველი აღარავის უნახავს და ექსპერტების აზრით, ნადირობის გამო ის გადაშენების პირას არის მისული.ვიეტნამელი ბიოლოგი, ველური ბუნების გლობალური კონსერვაციის ფონდის წარმომადგენელი ან ნუიენი ვერცხლისფერზურგა ირმულას წლების განმავლობაში ეძებდა და სჯეროდა, რომ სადმე წააწყდებოდა.ორ კოლეგასთან და სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ის იმ ადგილებისკენ გაეშურა, სადაც ხალხი ამ ცხოველის ნახვის შესახებ იუწყებოდა.ტყეში მათ 30 ფოტოხაფანგი დაამონტაჟეს.მკვლევართა თქმით, ის ფაქტი, რომ მათ ირმულები ასე ადვილად დააფიქსირეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მომრავლდნენ და საფრთხის ქვეშ აღარ არიან,მოსახლეობის ზრდის გამო, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტყეების მდგომარეობა სავალალოა, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ გავრცელებულ ცხოველებსაც.