პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბული სიტუაციაა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლა დაიწყეს, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას აქციის მონაწილეები არ აძლევენ. ნელ-ნელა იზრდება ადგილზე სამართალდამცველების რაოდენობაც.
ამ დროისთვის პარლამენტთან უკვე იყვნენ მისულები დეპუტატები რევაზ არველაძე, მერაბ ქვარაია და გია ჟორჟოლიანი, თუმცა მათ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს. აქციის მონაწილეები მათ შეძახილებით "ბიძინას მონა, წადი" მიმართავდნენ.
გარდა ამისა, მერაბ ქვარაიას ადგილზე გამოჩენას მცირე შეხლა შემოხლაც მოჰყვა. აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მერაბ ქვარაიას განცხადებას მოჰყვა, როდესაც მას "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით გარკვეული მიმართვის გავრცელება სურდა. საბოლოოდ, დეპუტატი სამართალდამცველებმა გაარიდეს სიტუაციას.