ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე გაიმართა. დიდი ანგარიშით იმარჯვა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა, რომელმაც სტუმრად ბრუკლინ ნეტსს 115-86 მოუგო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა რა დროშიც 4 ქულა 5 მოხსნა 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აარონ ჰოლიდეი დასახელდა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 13 პასი მიითვალა.
გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო ჰიუსტონ როკეტსმა, რომელმაც სახლში საკმაოდ ძლიერ პორტლენდს 132-108 მოუგო. მატჩში ყველაზე მეტი ქულა ჯეიმს ჰარდენმა მოაგროვა, რომელიც საკუთარ გუნდს 36 ქულით 6 მოხსნით და 5 პასით შეეწია. გამორჩეული იყო რას უესტბრუკი, რომელმაც 28 ქულით 13 მოხსნით და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი გაიფორმა.