ესპანური მედიის ინფორმაციით ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკე შესაძლოა საკუთარი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით ენრიკე ევროპირველობის წინ ისევ ჩაიბარებს "ფურია როხას", რობერტ მორენო კი კვლავ მისი თანაშემწე გახდება. სპეციალისტის დაბრუნებას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ენრიკემ ნაკრების თავკაცის პოსტი ქალიშვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც ამა წლის სექტემბერში გარდაიცვალა.