ამერიკის შეერთებული შტატების მცხოვრებლებმა „შავ პარასკევს“ ონლაინ შესყიდვებზე რეკორდულად მაღალი - 7 მილიარდ 400 მილიონი დოლარი დახარჯეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი სტატისტიკურ კომპანია Adobe Analytics-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია ამერიკის 100-დან 80 უმსხვილეს ონლაინ რითეილერის მონაცემებს აანალიზებს.
მიმდინარე წლის მონაცემები 1 მილიარდით მეტია გასული წლის „შავი პარასკევის“ მონაცემზე, როცა ამერიკელებმა 6 მილიარდ 220 მილიონი დახარჯეს. აქედან, 2 მილიარდი დაიხარჯა საყიდლებზე, რომლებიც განხორციელდა სმარტფონებიდან, თუმცა, 2019 წელს ეს მონაცემი გაიზარდა და 2 მილიარდ 900 მილიონი შეადგინა.
გარდა ამისა, აბსოლუტური რეკორდი დამყარდა შარშან ე.წ. „კიბერ ორშაბათს“, როცა ამერიკელებმა ტექნიკაზე ინტერნეტ მაღაზიებში 7 მილიარდ 900 მილიონი დოლარი დახარჯეს. ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს „კიბერ ორშაბათის“ შარშანდელი რეკორდიც მოიხსნება და ეს ციფრი 9 მილიარდ 400 მილიონს მიაღწევს.