"თიბისი" ბანკის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვები დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდების მხარემ სასამართლოს საკუთარი პოზიციები და ის ძირითადი მტკიცებულებები გააცნო, რომლითაც მამუკა ხაზარაძის ბადრი ჯაფარაძისა და ავთანდილ წერეთელისთვის წარდგენილ ბრალს ადასტურებს. თავის მხრივ დაცვის მხარემ საქმისა და ბრალდების აბსურდულობას გაუსვა ხაზი.
სასამართლოს შესავალი სიტყვით თავად ბრალდებულებმაც მიმართეს. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეში დაინტერესება ბიძინა ივანიშვილს აქვს. ხაზარაძემ ასევე დასძინა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, დაზარალებულის არ მქონე და უსაფუძვლოა.