საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ გააკეთებს. დღეს მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებამ დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. სწორედ ამ შუამდგომლობაზე პასუხის გაცემისთვის ითხოვა დრო ადვოკატმა და პროცესიც ამის გამო გადაიდო. ილია ჯიშკარიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.