კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით, უფრო მეტია გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების რისკი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზოგადად ადამიანს იცავს გრიპისა და მისი გართულებებისაგან. თუმცა ონკოლოგიური დაავადებებით დაავადებულებში მისი ეფექტურობა ბოლომდე გარკვეული არ არის, იმდენად რამდენადაც კიბოს თანმდევმა იმუნური სისტემის დისფუნქციამ და ქიმიოთერაპიამ შეიძლება შეასუსტოს ვაქცინაზე იმუნური პასუხი. ამიტომაა, რომ კიბოთი დაავადებულებს არ გააჩნიათ მკაფიო ინფორმაცია ვაქცინის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე.
აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა 2 275 მოხალისეს მონაწილეობით ჩატარებული კვლევა. ვაქცინირებული და არავაქცინირებული მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით განისაზღვრენ ჯგუფებში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოთი დაავადებულ ზრდასრულ პაციენტებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სასარგებლოა. ვაქცინის მავნე ზემოქმედება არ გამოვლინდა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც კიბოთი დაავადებული მოზრდილი ადამიანი იღებს, შეიცავს ინაქტივირებულ ვირუსს, რომელსაც გრიპის ან სხვა ვირუსული ინფექციის გამოწვევა არ შეუძლია.