მომავლის თვითმფრინავები - Pod Planes-ი დღეისთვის არსებულ ავიამიმოსვლას სრულიად შეცვლის. ამის შესახებ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავებს დღეს მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანის გადაყვანისა და ლიმიტირებული რაოდენობის ბარგის გადატანა შეუძლიათ. ამიტომ საჭირო გახდა ისეთი თვითმფრინავების შექმნა, რომლებიც გაცილებით უფრო მეტ ადამიანს მოემსახურება, ბევრ ბარგს გადაიტანს და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად დაზოგავს მგზავრობის ხარჯებს.
ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანია სხვადასხვა მოდელზე მუშაობს. მათ შორის ყველაზე წარმატებულს Pod Planes-ი წარმოადგენს, რომლებიც სტანდარტული თვითმფრინავისგან გასხვავებით რამდენიმე კაფსულისგან შედგება. მეცნიერების აზრით, ოპტიმალური ვარიანტი 3-კაფსულიანი თვითმფრინავი იქნება.. ცნობისთვის, თითოეულ კაფსულას სულ მცირე 150 ადამიანის გადაყვანის საშუალება ექნება.