ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" საკუთარ მოედანზე "ბროსე ბამბერგი" 82:64 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 24 წუთში 19 ქულა 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ხოლო მისი მარგის ქმედების კოეფიციენტი _17-ს გაუტოლდა. ქართველი ცენტრი თავის გუნდში საუკეთესო მექულე გახლდათ, მასზე მეტი მხოლოდ გერმანული გუნდის კალათბურთელმა კრისტიან შენგფელდერმა ჩააგდო (20), ხოლო მატჩის MVP ტენერიფელი მარსელინიო უერტასი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ იბეროსტარმა ცე ჯგუფში შვიდიდან შვიდივე მატჩი მოიგო და მომდევნო დაპირისპირებას 10 დეკმებერს, სტუმრად, ნიჟნი ნოვგოროდთან გამართავს.