სოციალურ ქსელ Twitter-ის დირექტორი ჯეკ დორსი მომავალ წელს 6 თვით აფრიკაში ცხოვრებას აანონსებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა.
როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, ჯეკ დორსი 8 ნოემბერს დაბრუნდა შტატებში აფრიკიდან, სადაც განაში, ნიგერიაში, ეთიოპიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ნიგერიაში ის მეწარმეთა ჯგუფს შეხვდა. ასევე განაშიც მეწარმეთა ჯგუფს შეხვდა , რომლებიც კრიპტოვალუტის წარმოებით იყვნენ დაინტერესებულნი, ხოლო ეთიოპიაში შეხვდა სტარტაპებს, რომლებიც კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობენ.
CNN-ი აღნიშნავს, რომ აფრიკის ქვეყნებში 168 ტექნოლოგიური ჰაბი მოქმედებს, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს უწევენ მომსახურებას.