"ბარსელონას" ფორვარდისა და "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელი ლიონელ მესის წინააღმდეგ ესპანურმა სასამართლომ საქმე განაახლა. საკითხი ეხება მესის ფონდის საქმიანობას. მოსამართლე მარია ტარდონმა საქმე არგენტინელი ფრედერიკო რეტორის დაკითხვის მიზნით განაახლა. ეს უკანასკნელი ამ ფონდში 2012-15 წლებში მუშაობა და როგორც მესის, ისევე მამამისს, ხელს სხვადასხვა სახის დანაშაულში ადებს. ბრალდების მიხედვით, ფონდი სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული და უკანონოდ 10 მილიონი ევრო მოიპოვა.