სამხრეთ კორეული უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Hyundai Motor-ი, 2025 წლამდე ელექტრომობილების წარმოებაში 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის გეგმის თანახმად, ამ პერიოდის განმავლობაში ის არსებულ ბიზნესში 61 ტრილიონი ვონის ანუ 51 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რომლის მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირების გზით, ახალი შესაძლებლობების გაჩენა. კერძოდ კი, ამ თანხიდან 20 ტრილიონი ვონი ანუ 17 მილიარდი დოლარი მოხმარდება უპილოტო და ელექტრომობილების სრულყოფას.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წლისთვის საოპერაციო შემოსავლების კოეფიციენტის ამჟამინდელი 5%-დან 8%-მდე გაზრდას აპირებს.