კომპანია Apple-მა შესაძლოა, iPhone-ების გამოსვლის სტრატეგია შეცვალოს და 2021 წლიდან მისი წარდგენა წელიწადში ორჯერ გამართოს. ამის შესახებ CNBC-ი JP Morgan-ის ანალიტიკოსზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ექვსთვიანი ციკლი Apple-ს საშუალებას მისცემს უკეთესი კონკურენცია გაუწიოს სხვა მწარმოებლებს, რომლებიც სმარტფონებს მთელი წლის განმავლობაში უშვებენ და ამავე დროს, დანერგოს იმ მომენტისთვის საჭირო ყველა სიახლე.
როგორც ცნობილია, Apple ახალ მოდელებს 2011 წლიდან ტრადიციულად შემოდგომაზე წარადგენს. ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა დედამიწაზე და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.