სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში ათას 316 ლარსა და 20 თეთრს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 129 ლარითა და 50 თეთრით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა - 979 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. ამასთან, საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი ასეა გადანაწილებული:
მსხვილი ბიზნესი – ათას 281 ლარი და 10 თეთრი; საშუალო ბიზნესი – ათას 463 ლარი და 60 თეთრი; მცირე ბიზნესი – ათას 260 ლარი და 20 თეთრი.„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. ხოლო ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.