სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსგან რეზიდენტების საკვალიფიკაციო გამოცდაზე თანხის დაწესებისა და 520-ე დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების განახევრებას გულისხმობს.თეთრი ხალათებითა და ლოზუნგით - “ნუ გამხდი ხალათს”, სტუდენტებმა, ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობა მოაწყვეს, და აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკა ავალიანმა პალიტრანიუსთან საუბრისას განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 586-ე და 520-ე დადგენილებები გააუქმოს.