ქართული ოცნების სათაო ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან, სადაც უმრავლესობის სხდომაა ჩანიშნული. სხდომაზე საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხება, მათ შორის მმართველი გუნდი სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებს. უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.