მმართველმა პარტიამ ნდობა დაკარგა - ასეთია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ანდრიუს კუბილიუსის შეფასება, პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე. როგორც კუბულიოუსი ამბობს, მმართველმა პარტიამ დანაპირები ვერ შეასრულა და ნდობა დაკარგა, როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო დონეზე. მისი განცხადებით ეს იყო მმართველი გუნდის უკან გადადგმული ნაბიჯი და ის ფაქტი, რომ ადამიანები ქუჩაში არიან გამოსულები და საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში რაღაც არასწორად მიმდინარეობს.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ნდობა იქნას აღდგენილი. დელეგაცია კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდება.