ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს. დედაქალაქის მერმა ახალი სამსახურის ახალი უფროსი ვიქტორ წილოსანი თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, მერს არ დაუკონკრეტებია.