თურქეთი არ შეეგუება აშშ-ის ნეგატიურ ნაბიჯებს ანკარას წინააღმდეგ - ამის შესახებ, "როიტერსის" ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ვაშინგტონის მსგავს ნაბიჯებს შეეწინააღმდეგება.
შეგახსენებთ, აშშ-მა თურქეთის წინააღმდეგ სანქიების დაწესების შესახებ მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ანკარამ რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ი შეიძინა. საპასუხოდ აშშ-მა თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების F-35-ის შეძენაზე უარი უთხრა, თუმცა, როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ანკარა მზადაა ისინი ალტერნატიული გზით შეიძინოს.