ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დასავლეთ იორკშირის მოსახლეობას რძე დაურიგა. ჯონსონმა "რძის დამტარებელი კაცის" როლი წინაასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვეყანაში დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოირგო. პრემიერmა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "კონსერვატორები" თითოეული ხმისთვის იბრძვიან, ვინაიდან არსებობს იმის რისკი, რომ პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვოს. მისივე თქმით, "ლეიბორისტების" პოლიტიკა ქვეყნისთვის "ეკონომიკური კატასტროფა" იქნება.
"ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური დღის წესრიგი ქვეყნისთვის, ჩვენ შეგვიძლია "ბრექსითის" განხორციელება",- განაცხადა ბორის ჯონსონმა.