პარლამენტის უკანა შესასავლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.როგორც ჟურნალისტებს "ლელოს" წევრებმა განუცხადეს, მათთვისაც უცნობია, თუ რა მიზეზით დააკავეს პოლიციელებმა აქციის მონაწილეები.დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ლელოს" წევრები პარლამენტში შესვლას და კომიტეტზე დასწრებას შეეცადნენ, პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ მისცა.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძეა.