პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ხედავს, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია. ასე გამოეხმაურა ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის ჯანსაღად წარმართვისთვის მმართველმა გუნდმა კარგი მექანიზმი შეიმუშავა.