20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით მიმდინარეობს.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, 4 სამართალდამცავს დაკითხავენ.სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილიც.
ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.