"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს, თბილისში მასშტაბურ შეკრებას გეგმავს, ამასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით აღნიშნულ აქციაზე ქართული ოცნება ხალხს სამსახურის დაკარგვის მუქარითა და იძულებით ჩამოიყვანს. მისივე თქმით იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც ხვალ აქციაზე მივა, მმართველი პარტიის მხარდამჭერიც კი არაა.