ინდოეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მასშტაბური საპროტესტი აქციები მიმდინარეობს, ჯარი გადაისროლა და ინტერნეტი გათიშა.
მედიის ცნობით, მომიტინგეებისა და საპოლიციო ძალების შეტაკების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. დემონსტრანტების ცნობით, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ათიათასობით ადამიანი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მიგრანტებს ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან მოქალაქეობა მიენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მუსლიმები არ არიან.
მოქალაქეები შიშობენ, რომ კანონი წაახალისებს ათასობით ბანგლადეშელ ინდუსს რეგიონში ჩასახლდეს, რაც იქ არსებულ ეთნიკურ სურათს შეცვლის.