თბილისის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ "იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვას აპირებს. ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი თავის განცხადებაში საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ღონისძებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველას არ „ეზეიმება“.