თურქეთმა შესაძლოა ინჯირლიკის ავიაბაზა დახუროს, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალები იყენებენ.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ანკარას პასუხი იქნება ვაშინგტონის მიერ დაწესებულ საქნციებსა და აშშ-ის სენატის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებაზე. ერდოღანის თქმითვე, თურქეთმა შესაძლოა დახუროს ქიურეჯიქის რადარების ბაზაც, თუ საჭირო გახდა. შეგახსენებთ, ოფიციალურმა ანკარამ მკაცრად დაგმო ამერიკის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია გასულ კვირას, რომელიც თურქების მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს.