ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავებულია ათობით ადამიანი. დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები და ყუმბარები დაუშინეს.
შეგახენებთ, ლიბანში საპროტესტო გამოსვლები ოქტომბერში დაიწყო. მოსახლეობა მმართველი ელიტის წინააღმდეგ გამოდის და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას აპროტესტებს. მასშტაბური აქციების გამო პრემიერი საად ალ-ჰარირი გადადგა, მისი შემცვლელი პარლამენტმა დღეს უნდა დაასახელოს.