დღეს თბილისის დროით 23 საათზე საკლუბო ფეხბურთის, ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პრინციპული დაპირისპირება, ესპანური სუპერ კლასიკო გაიმართება, სადაც კატალონიის ბარსელონა და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა კატალონიაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ამ მატჩის გადადება გადაწყვიტეს. შეხვედრა ბარსელონაში ნოუ კამპზე გაიმართება. კატალონელებს დღევანდელ მატჩში უსმან დემბელე დააკლდებათ, ხოლო რეალს გაცილებით დიდი პრობლემები აქვს. გუნდს დანამდვილებით მარკოს ასენსიო, ედენ აზარი, მარსელო და ხამეს როდრიგესი ვერ დაეხმარება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლუკას ვასკესის თამაშიც. შეგახსენებთ, ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში, 3 ჯერ ბარსამ მოიგო ხოლო 2 ჯერ დაპირისპირება ფრედ დასრულდა.