პორტუგალია ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფოა,ის ბოლო დროს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანა გახდა და მისი მონახულება დღეს ძალიან პოპულარულია. პორტუგალიის ერთ-ერთი მომხიბვლელობა სწორედ მისი გასტრონომიული მხარეა. აქ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოა, თუმცა გარკვეული ინდივიდუალურობა გააჩნია. შეხვდებით დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზს.თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ,პოირტუგალიური სამზარეულო თქვენთვისაა. პორტუგალია ის ქვეყანაა, სადაც ორშაბათობით ადგილობრივი მოსახლეობა თევზს არ მიირთმევს,რადგან მეთევზეები კვირას ისვენებენ და მოსახლეობის აზრით, ორშაბათს-შაბათს დაჭერილი თევზი იყიდება..