საახალწლოდ საკონდიტრო კომპანია სანდომში წელსაც განსაკუთრებული მზადებაა. ახალ წელთან ტკბილეულიდან პირველ რიგში გოზინაყი ასოცირდება შესაბამისად სანდომმა იზრუნა თქვენს საახალწლო განწყობაზე და უგემრიელესი არაქისისა და ნიგვზის გოზინაყით გაგვანებივრა, რომელიც სასაჩუქრედ 200 და 500 გრამიან შეფუთვებშია წარმოდგენილი.
სანდომის საწარმოში უკვე ფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც მიღებული ნედლეული და საკუთარი ნაწარმი მკაცრად კოტროლდება, მოწმდება და გადის სარეალიზაციოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი ქმნის ახალი, ჯანსაღი და უსაფრთხო პროდუქტის მიღების გარანტიას. კომპანიას მიღებული აქვს აისო ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი, რომლის მოთხოვნებიც საწარმოში მაქსიმალურად არის დაცული.
სანდომი ბევრი სიახლით ემზადება მომხმარებელთან შესახვედრად, ინტენსიური მოთხოვნიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი გახდა ფხვიერი და შოკოლადის შიგთავსიანი ტკბილეულის წარმოებაც, რომლის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით ქსელურ მარკეტებში, საუბნო მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არის შესაძლებელი. სანდომი ხომ ყველაზე ტკბილი ზღაპარია.