ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი დასკვნით ფაზაშია. სტადიონზე განათებისა და გახმოვანების სისტემების მონტაჟი დასრულდა. განათებისთვის გამოყენებულია Philips-ის ბრენდის 192 სანათი. 1500-ლუქსიანი სიმძლავრე უეფას სტანდარტების შესაბამისადაა დაპროექტებული. მოედანზე არსებული განათება სრულ შესაბამისობაშია სათამაშო მოცემულობასთან, სატელევიზიო ტრანსლირებასა და სამაყურებლო მოთხოვნებთან. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.