ახლო წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ ფაბრიციო მიკოლის მაფიის დაჯგუფებასთან კავშირების გამო 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განაჩენი პალერმოს სასამართლომ გამოიტანა. იტალიური მედიის ინფორმაციით მიკოლის ბრალი ედება მაურო ლაურიჩელასთან კავშირი, რომელსაც 20 ათასი ევროს ოდენობის ვალის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. მაურომ კი, ეს ძალადობის ხარჯზე გააკეთა. თავად ლაურიჩელას მაფიის მეთოდებით თანხის გამოძალვისთვის 7-წლიანი პატიმრობა გასულ ზაფხულს შეუფარდეს. შეგახსენებთ, რომ მიკოლის ისეტ გუნდებში უთამაშია, როგორებიც იუვე, ფიორენტინა, ბენფიკა და სხვა სახელოვანი გუნდები არიან.