საუდის არაბეთში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში "ატლეტიკოს" 4:1 სძლია. სამეფო კლუბმა ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მე-11 ედ მოიპოვა. ნახევარფინალში "რეალმა" "ვალენსიას" უპრობლემოდ მოუგო, ხოლო "ატლეტიკომ" დრამატულ მატჩში დაამარცხა "ბარსელონა". მიუხედავად გაძევებისა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედე ვალვერდე დაასახელეს.