ახალგაზრდა ქართველმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ, რომელსაც 7 იანვარს 16 წელი შეუსრულდა, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მე-5 ადგილი დაიკავა. ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მე-5 ადგილზე გავიდა. ალინამ თავისუფალი პროგრამისთვის 116.40 ქულა დაიმსახურა და ამ შემთხვევაში მე-6 იყო. საერთო ჯამში, ქართველმა გოგონამ 179.50 ქულა მოაგროვა და შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-5 პოზიციაზე დაასრულა.
გოგონათა ტურნირის გამარჯვებული სამხრეთკორეელი იუნ იუ გახდა, რომელმაც 214.00 მოაგროვა და კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო. ურუშაძეს ასევე აჯობეს რუსებმა სინიცინამა და ფროლოვამ და იაპონელმა კავაბემ.