15 იანვარს ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში ფიგურულ ციგურაობაში მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. გუნდების ფორმირება მოხდა შერეული პრინციპის დაცვით. თანაბარი შანსების შესანარჩუნებლად გუნდების ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ინდივიდუალურ გამოსვლებში მათი შედეგი. თანაბარი რეიტინგის 15 ქვეყნის 32 მოციგურავის მიერ გუნდურ ტურნირზე შესრულდა მხოლოდ თავისუფალი პროგრამები. გუნდი "ჩოურაგე", რომლის შემადგენლობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავასთან ერთად გამოდიოდა მოცეკვავეთა წყვილი იაპონიიდან, უტანა იოშიდა - შინგო ნიშიამა, ერთეულებში რუსი ქსენია სინიცინა და ესტონელი არლეტ ლევანდი, გუნდურ ასპარეზობაში ოლიმპიადის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.