კომპანია Sony Pictures Entertainment "მარველის" ერთ-ერთ პერსონაჟ მაიკლ მორბიუსზე გადაღებული ფილმის პირველ თრეილერს ავრცელებს. კინოსურათში მთავარ როლს ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars წევრი, ჯარედ ლეტო ასრულებს. ის მეცნიერის როლში გვევლინება, რომელიც ბავშვობიდან სისხლის იშვიათი დაავადებით იტანჯება, მისგან განკურნებას კი სახიფათო ექსპერიმენტის გზით გადაწყვეტს, რის შემდეგაც ვამპირად გადაიქცევა. რეჟისორ დენიელ ესპინოზას ნამუშევრის პრემიერა 2020 წლის 31 ივლისს იგეგმება.