ლიგა ენდესის მე-18 ტურში, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად "რეალი" 95:94 დაამარცხა. მატჩი ნამდვილად საოცარი გამოდგა, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბასკონუას გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად იტამაშა 16 ქულა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თანაც ისე, რომ ბოლო 4 ქულა სწორედ თორნიკემ მოაგროვა და სამეფო კლუბს აჯობა. 27 ქულით ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გუნდის კალათბურთელი ფაკუნდო კამპასო იყო, რომელმაც 8-დან 7 სამიანი ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 9 მოგებით მე-10 ადგილზეა და 26 იანვარს "ანდორას" უმასპინძლებს.