დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ექსპერტიზის ბიუროში სხეულზე ვიზუალური დათვალიერების დროს ხელზე დაზიანება დაფიქსირდა. რობაქიძემ დამატებით უნდა ჩაიტაროს მუცლის ღრუს გამოკვლევებიც, რისთვისაც ის კერძო კლინიკაში მისვლას დღეს გეგმავს.
19 იანვარს, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.