თბილისის მერის განცხადებით "ანას ბაღს", არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისივე ინფორმაციით მერია ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს, როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა მისი მერობის პირობებში არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკებსა და სკვერებში მშენებლობა არ განხორციელდება.
კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება "ანას ბაღთან" მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან.