ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართული დელეგაციის წევრების კრიტიკული განცხადებების მოსმენა მოუწიათ. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი კახა კუჭავა გამოვიდა სიტყვით სადაც მან ევროპარლამენტარებს ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო და განუმარტა თუ რატომ ვერ მიიღო საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. სწორედ ამ საკითხზე და 20 ივნისის მოვლენებზე გაკეთდა კრიტიკული შეფასებები ევროპარლამენტარების მხრიდან.