„ანას ბაღის“ მცხოვრებლებმა, 10 იანვარს, „ანას ბაღში", ადგილობრივებსა და „ევროპული სამშენებლო კომპანიის" თანამშრომლებს შორის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.
როგორც „ანას ბაღის" მოსახლეობის ინტერესების დამცველმა, მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, საჩივარი მიმართულია აღნიშნული კომპანიის თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი თქმით, მოსახლეობაზე იძალადეს. ამასთან, მისივე თქმით, საჩივარი ეხება იმ პოლიციელებსაც, რომლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინეს.
ადვოკატის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „დაუყოვლებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მოძალადე პირები უნდა დაისაჯონ".