ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომნპანიის Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ სააგენტო ბლუმბერგი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის აქციაზე საცალო ფასმა სამშაბათს პირველად მიაღწია 555 დოლარსა და 10 ცენტს, შედეგად კი, მისმა კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს კომპანიის აქციებზე ფასმა 500 დოლარიანი ნიშნული პირველად გადალახა.
2003 წელს ილონ მასკის მიერ დაარსებული კომპანია ელექტრომობილებს ამერიკისა და ჩინეთის ქარხნებში აწარმოებს, მომავალი წლიდან წარმოებას, გერმანიაშიც დაიწყებს. გარდა ავტომობილებისა, კომპანია ასევე აწარმოებს ელემენტებს, მზის პანელებს და სხვა ენერგოსაცავ მოწყობილობებს.